3 აუცილებელი ჩვევა წარმატებისთვის: ძილი, ვარჯიში და პოზიტიური აზროვნება

ხანდახან როდესაც საქმე მიდის იქამდე რომ თქვენ აღწევთ წარმატებას პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში, პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე მარტივ და უბრალო მიზეზებს, ეს არის ყველაზე სასარგებლო რასაც კი იზავთ.

როდესაც თქვენ მთელ სხეულს და გონებას ჩადებთ თქვენს საქმეს, სწორედ მაშინ მიაღწევთ სასურველ შედეგს.

მნიშვნელობა არ აქვს, რაში გსურთ წარმატების მიღწევა, წარმატებისთვის არსებობს სამი აუცილებელი პირობა, ჩვევა რომელიც ყოველთვის უნდა გააკეთოთ: ძილი, ფიზიკური ვარჯიში და პოზიტიური აზროვნება.

ქვემოთ ჩამოვთვლით თითოეულს და განვიხილავთ, რატომ არის ისინი ასე მნიშვნელოვანი.

1. გამოიძინეთ კარგად

ჩვენს დროში ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის ძილის ნაკლებობას.

ამის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელთაგან პირველი არის დატვირთული, სტრესული ცხოვრება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როდესაც გაქვთ ბევრი ვალდებულებები ცხოვრებაში რთულია მისცე საკუთარ თავს და გონებას მოდუნების და დასვენების საშუალება.

მეორე ფაქტორი, რომელიც იწვევს უძილობას, არის ხელოვნური შუქი, განსაკუთრებით სმარტფონის ან კომპიუტერისგან მიღებული შუქი.

ბევრი ადამიანი ღამის საათებს ატარებს ტელეფონთან ან კომპიუტერთან და ზუსტად იმ წუთიდან ცდილობენ დაძინებას.

შუქის ამ მუდმივმა მოწოდებამ შეიძლება თქვენს ტვინს აფიქრებინოს რომ ისევ დღეა, ეს ყველაფერი კი შეანელებს მელატონინის გამომუშავებას და გიძნელდებათ ღამით დაძინება.

თუ გსურთ, რომ იყოთ ყველთვის ფორმაში და კარგად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია რომ გადალახოთ ეს სირთულეები და ღამით კარგად გამოიძინოთ.

რეკომენდებულია რვა საათის განმავლობაში ძილი, და მიზნის მისაღწევად ნამდვილად ღირს.

როდესაც ყოველ საღამოს საკმარისად იძინებთ ისე, რომ მეორე დღეს თქვენი სხეული და გონება სრულად განახლდება, შეიძლება გაგიკვირდეთ იმ შედეგებისგან, რაც მას მოაქვს.

2. ვარჯიში

ვარჯიში წარმატების მთავარი ფაქტორია.

ვარჯიშის ფიზიკური სარგებელი კარგად არის დადასტურებული. ამასთან, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ვარჯიშის გონებრივი სარგებელიც.

უამრავმა გამოკვლევამ აჩვენა, თუ რა გავლენას ახდენს რეგულარული ვარჯიში თქვენს თავდაჯერებულობაზე, ოპტიმიზმზე, ენთუზიაზმზე და სხვაზე.

როდესაც ვარჯიშობთ, თქვენი სხეული ათავისუფლებს ენდორფინებს – ”ბედნიერების ჰორმონი” – და ამ ენდორფინებს საშუალება აქვთ მოგაწოდოთ დადებითი სარგებელი ფართო სპექტრთან დაკავშირებით თქვენი დღის შესახებ.

ენდორფინების გამოთავისუფლების გარდა, რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია გაგიზარდოთ თვითდაჯერებულობა თქვენი სხეულის შეცვლით და ეს ყველაფერი გაგრძნობინებთ რომ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს თუ ამისთვის კარგად განეწყობით.

რა თქმა უნდა, ვარჯიში მხოლოდ ფიზიკური სარგებლის გამოც ნამდვილად ღირს.

როდესაც რეგულარულად ვარჯიშობთ, მეტი ენერგია, მეტი ძალა და უკეთესი ჯანმრთელობა გექნებათ – ყველაფერი, რაც შეძლებს მეტი წარმატების მიღწევას, როგორც თქვენს პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.

3.  იფიქრეთ პოზიტიურად

დაბოლოს, პოზიტიურად უნდა იფიქროთ.

არსებობს მოტივაციური ციტატა, რომელშიც ნათქვამია: “თუ გგონიათ, რომ შეძლებთ ან ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ, მართალი ხართ”.

უმეტესად ადამიანის შეხედულება ცხოვრებაზე ხშირად იქცევა თვით ასრულების წინასწარმეტყველებად. როდესაც გონებას ავსებთ პოზიტიური აზრებითა და ოპტიმიზმით, ჩვეულებრივად პოზიტიური შედეგებს მოყვება.

და როდესაც გონებას ავსებთ უარყოფითი აზრებითა და პესიმიზმით, პირიქით უარყოფითი შედეგები მოყვება.

პოზიტიური აზროვნება არის როგორც საწვავი თქვენი გონებისთვის, გიბიძგებთ წარმატებისკენ, რომ დაგეხმაროთ იმ პრობლემების გადალახვაში, რომელთა წინაშეც აღმოჩნდებით.

იმისათვის, რომ გქონდეთ აზროვნება, რომელიც თავისთავად წარმატებისკენ მიისწრაფვის, აუცილებელია დაიწყოთ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში პოზიტიური თვალთახედვის მცდელობა.

და ბოლოს, თქვენ შეიძლება გაოცდეთ იმაზე, თუ რამდენად დრამატული იქნება შედეგები, როდესაც გააკეთებთ ამ ერთ მარტივ ცვლილებას.

ახლა მინდა შენგან მოვისმინო პასუხი ჩემს კითხვაზე. დღეს პოზიტიურად ფიქრობდით საკუთარი თავზე, მიზნებზე?

Written by

andrika

Leave a Reply

%d bloggers like this: