როგორ გავხდე მილიონერი 30 წლამდე?

გამარჯობა მეგობრებო, დღეს ამ პოსტში შევეცდები მოგიყვეთ და რჩევები მოგცეთ თუ როგორ გავხდეთ მილიონერი 30 წლამდე.

რა თქმა უნდა ეს რჩევები არის ზოგადი და მიზნის მისაღწევად საჭიროა ამ რჩევების მაქსიმალურად თქვენს შესაძლებლობებსა და მიზნებზე მორგება.

ახლა გეტყვით 5 ცხოვრებისეულ წესს, გასაღებს იმისთვის რომ უფრო სწრაფად მივიდეთ დასახულ მიზნამდე.

1. პირველი, ეს არის ოცნება. მოუფრთხილდით თქვენს ოცნებებს. იოცნებეთ რაც ნამდვილად გსურთ, შეუძლებელია ეს თუ შესაძლებელი. გარშემო მყოფები გეტყვიან რომ მოეშვით ოცნებებს, დაეშვით მიწაზე, მაგრამ არავის მოუსმინოთ, იოცნებეთ, გაუფრთხილდით თქვენს ოცნებებს და იბრძოლეთ საკუთარი მიზნების და ოცნებების რეალიზებისთვის.

ნებისმიერი ადამიანი რომელიც აღწევს თავის დასახულ მიზანს, მჯერა რომ სადღაც მის სიღრმეში ჰქონდა ძალიან ძლიერი ოცნება რომელმაც მისცა მას განხორციელების, კეთების მოტივაცია.

2. სცადეთ ბევრჯერ. ნებისმიერი წარმატების გასაღები არის მცდელობა წარმატებისა. ჩვენ დაზუსტებით და გარანტირებულად არასდროს არ ვიცით რა გამოვა და რა არა, ზოგ რაღაცას ნაკლებ მცდელობაში ვაღწევთ ზოგს კი ჭირდება ბევრი, 10-20 მცდელობა. ერთ-ერთ ბიზნეს წიგნში ეწერა რომ პირველი 9 მცდელობა აუცილებლად ჩავარდება და მეათე იქნება წარმატებული. ამიტომ ჩათვალეთ რომ თქვენ თამაშობთ თამაშს, ყველა რთულ თამაშში რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ვიგებთ და ვაღწევთ მიზანს, წარუმატებელი მცდელობების დროს ვსწავლობთ იმ წვრილმან საკითხებს და ყოველ შემდეგ მცდელობაში ვაუმჯობესებთ ამას. არ უნდა გეშინოდეთ წარუმატებლობის, წარუმატებლობის გარეშე წარმატება არცერთ ვარიანტში არ მოდის. რადგან ერთხელ რაღაც არ გამოგივათ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. სცადეთ მეორედ, მესამედ, მეოთხედ……… იქამდე სანამ არ გამოგივათ.

3. იმისთვის რომ ზოგადად ცხოვრებაში რამეს მიაღწიოთ, საჭიროა რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის. გახდით მეტად თავდაჯერებულები. თავდაჯერებული ადამიანი მისი კომპეტენციისა და გამოცდილების მიუხედავად ყოველთვის მოძებნის ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს. თავდაჯერებულობისთვის სპორტი საუკეთესო საშუალებაა.

4. ჩვენ უნდა შეგვეძლოს შესაძლებლობების დანახვა. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვხედავდეთ შესაძლებლობებს რაღაცა ახლის. არის კატეგორია ადამიანების რომლებიც ვერ ხედავენ შესაძლებლობებს და მეორე კატეგორია კი ხედავს, ეჭიდება და იწყებს შესაძლებლობების რეალიზებას. უნდა ამოვიგდოთ თავიდან ფიქრები, რომ თუ ეს ასეთი კარგი იდეაა, შესაძლებლობაა რატომ ჩემამდე სხვამ არ გააკეთა როცა გარშემო ამდენი ჭკვიანი და წარმატებული ადამიანია ან ახლა არ არის შესაფერისი დრო, შემდეგ ისევ გადის დრო და ისევ არ არის შესაფერისი მომენტი. ეს ყველაფერი არის უბრალოდ ხელის შემშლელი ფიქრები. უნდა შევიგნოთ რომ უბრალოდ უნდა ვცადოთ, არ გამოვიდა, ოქეი გააგრძელეთ სვლა, სცადეთ კიდევ, დახვეწეთ ან სცადეთ სხვა რამე. თქვენ ამით მიიღეთ გამოცდილება, გახდით უფრო ძლიერები, მეტად დაუახლოვდით თქვენს მიზნებს.

5. და ბოლო, განვითარდით. არ შეწყვიტოთ განვითარება, არასდროს იფიქროთ რომ მორჩა, თქვენ ყველაფერი იცით და მეტი აღარაფრის სწავლა არ გჭირდებათ. სწორედ თქვენს განვითარებაზეა დამოკიდებული ის თუ რა საზოგადოებასთან გექნებათ ურთიერთობა, რა მანქანით ივლით და რა საქმეს მოკიდებთ ხელს მომავალში.

Written by

andrika

Leave a Reply

%d bloggers like this: