რამდენად ეფექტური იქნება ახალი აპლიკაცია Covid 19-ის წინააღმდეგ?

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აპ­ლი­კა­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, გა­ი­გოს, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა კონ­ტაქ­ტში COVID 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან.

ქვეყანაში, სადაც ფეხებზე კიდიათ ყველაფერი, მოსახლეობის 90% არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, არ ემორჩილება მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს სახლიდან გამოდიან და ისე დადიან ქუჩაში თითქოს არაფერი ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ისეა როგორც ადრე იყო, რა აპლიკაცია გვიშველის?

იმის ოდნავი შეგნება არ აქვთ რომ შენ თუ საკუთარი თავი ფეხებზე გკიდია სხვა მაინც გაითვალისწინე, ქუჩაში რომ ვინმე გააჩერო კარგი არგუმენტი აქვთ, არ ეშინიათ ვირუსის. შენ არ გეშინია სხვებს ეშინიათ. შენ თუ არ ხარ რისკის ჯგუფი შეიძლება სხვა იყოს, დააინფიცირო და შენი უპასუხისმგებლო საქციელით რამდენიმე ადამიანი მოკლა.

ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო და ჩვენ ხო არ აღმოვჩნდით ჭკვიანები, საკმარისი არაა იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, საფრანგეთის მაგალითი, ჩვენ ჩვენს შეცდომებზეც კი ვერ ვსწავლობთ, ანუ არც ჭკვიანებში და არც სულელებში არ გავდივართ, ვეღარ გავიგე ვინ ვართ, რატო და საიდან გვაქვს ამხელა ამბიცია რომ ჩვენ არ შეგვეხება ეს ვირუსი.

ან ეკლესიაში რა ხდება. ჭკუა არც ამ საკითხში გვერგო, კორეაში სწორედ ეკლესიიდან იფეთქა ვირუსმა. საქართველოში მართმადიდებლური ეკლესიის გარდა ყველა რელიგიური დაწესებულება დახურულია, ამათ არ უნდათ ძალაუფლების დაკარგვა, ღმერთის სწამთ რომ ეკლესიიდან არ გავრცელდება. გინდათ დამაჯეროთ რომ ჯიპიან მამაოებს უფრო სწამთ ღმერთი ვიდრე კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურებს, მუსლიმანური მეჩეთის მლოცველებს?

ძალიან არასამართლიანი და უპასუხისმგებლო საქციელია როცა სხვა რელიგიის ჩვენი თანამოქალაქეები სახლში ხვდებიან ყველა რელიგიურ დღესასწაულს, სახლიდან ლოცულობენ და ამათ ფეხებზე კიდიათ მხოლოდ იმიტომ რომ ძალა და გავლენა არ დაკარგონ მრევლზე.

Written by

andrika

Leave a Reply

%d bloggers like this: