შენ არ ხარ მშიშარა, შენ უნდა გაიმარჯვო საკუთარ თავზე!

არ უსმინო არავის რომ შენ რამე არ შეგიძლია, არც მე. თუ გაქვს ოცნება, მოუფრთხილდი მას. ხალხს რომელსაც არაფერი არ შეუძლიათ, ჰგონიათ რომ ვერც შენ ვერ შეძლებ. დაისახე მიზანი? შეასრულე, მიაღწიე და მორჩა!

ადამიანი წლების მანძილზე ბევრს კარგავს, მაგრამ ეს ცხოვრებაა. შენ ხვდები მაშინ როდესაც კარგავ რაღაცას, შენ ხვდები რომ ცხოვრება თამაშია სადაც მნიშვნელოვანია ყოველი წამი.

გეუბნები იმას რაც შენთვის სიახლე არ არის. სამყარო არაა ყოველთვის მზიანი და სასიამოვნო, ეს საშიში და დაუნდობელი ადგილია, ოდნავ თუ მოდუნდი გადაგისვრის ისეთი სიმძლავრით რომ ადგომა ძალიან გაგიჭირდებ. არც მე, არც შენ და ამ სამყაროში არავინ ისე არ გვირტყამს და გვაზარალებს როგორც ცხოვრება.

მთავარი არ არის ის თუ შენ როგორ ურტყამ ცხოვრებას, მთავარია შენ როგორ უძლებ დარტყმებს. როგორ ისწრაფვი წინ. გინდა წინსვლაა? იარე წინ. თუ იცი რად ღირხარ, მიდი იარე და მიიღე შენი მაგრამ იყავი მზად მიიღო დარტყმები ცხოვრებისგან და არ იწუწუნო, – მე ვერაფერს ვერ მივაღწიე, იმის გამო, ამის გამო ან რაღაცის გამო, ასე მშიშრები იქცევიან. შენ არ ხარ მშიშარი. ეს შეუძლებელია!

დრო ძალიან ბევრს ნიშნავს ცხოვრებაში! შენ გჭირდება ბევრი დრო რომ ბევრს მიაღწიო. შენ უნდა ადგე ადრე! არ აქვს მნიშვნელობა ცივა, თბილა. უნდა აკეთო ისეთი რაღაცები რასაც ჩვეულებრივად აქამდე არ აკეთებდი. შენ თუ გინდა შეცვალო შენი შედეგი, პირველ რიგში უნდა შეცვალო შენი ქმედებები.

ადექი 5 საათზე. ერთი დღე მაინც და ნახავ როგორ იგრძნობ თავს როდესაც 5 საათზე შენ დარბიხარ გარეთ და შენს მეზობლებს ამ დრო ეძინებათ, გაიღვიძებენ 6 საათზე, გამოიხედებიან ფანჯარაში და იფიქრებენ თუ რას მოუტანთ დღევანდელი დღე მათ, შენ კიდევ უკვე მოგიტანა. ეს მუშაობს!

შენ იგრძნობ რომ შენ ცხოვრობ. შემდეგ მიდიხარ სამსახურში და ფიქრობ, ან იქნება ისე როგორც მე მინდა ან ჯანდაბამდეც წასულან! არასდროს არ აიღო მათგან მაგალითი, მათ ზრდით ეკრანები, მიეცი შესაძლებლობა შენ გიყურონ, დაგისვან სულელური კითხვები, მიიღონ პასუხები და იოცნებონ გახდნენ შენნაირი! დაიმახსოვრე შენ არ ხარ მათნაირი!

როდემდე უნდა იოცნებო? მოქმედების დროა! დახარჯე ერთი დღე, გაიგე როგორი გრძნობაა როდესაც შენ გღვიძავს და სხვებს სძინავთ ან ირბინო იქ სადაც სხვები ამბობენ – არა იქ ცივა, არ ვიგრძნობ თავს კომფორტულად, მე ვერ წავალ, მაგრამ შენ დგები და მიდიხარ, კი შეიძლება ეს არ იყოს სასიამოვნო მაგრამ როცა ამას გააკეთებ შენ იგრძნობ სიამაყეს საკუთარ თავში, არ ვიცი მოგეწონება თუ არა ეს შენ მაგრამ თუ მოგეწონება, ბევრს მიაღწევ!

Written by

andrika

Leave a Reply

%d bloggers like this: