კარანტინი როგორც შესაძლებლობა

უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო საყოველთაო კარანტინშია. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა კორონა ვირუსის მატარებელი. თქვენ და მე უნდა ვისხდეთ სახლში,რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის ისე გარშემომყოფთათვის.

შეიძლება რაღაც პერიოდი თვითნებურად გამოვკეტილვართ სახლში, ერთი ან ორი კვირა არ გამოვსულვართ სახლიდან და ეს არც გვაწუხებდა, მაგრამ იმის გააზრება, რომ აკრძალული გაქვს გარეთ გასვლა უკვე ზედმეტად რთულად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, თუმცა ამას ისევ ჩვენ თუ ვუშველით.

რეალურად ამ მომენტის გამოყენება ჩვენსავე სასიკეთოდ შეგვიძლია. რა დროც არ უნდა გავიდეს მსოფლიო და სამყარო არ ჩამოიშლება, ოდესღაც ისევ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ეს ყველაფერი ჰგავს ბრძოლას გადარჩენისთვის, სადაც მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ, ძლიერები როგორც იმუნიტეტით ასევე ფსიქიკით და ჩვენც ძლიერად უნდა შევხვდეთ ყველაფერს.

ჩვენ წლებია ვწუწუნებთ იმაზე, რომ არ გვაქვს საკმარისი დრო ოჯახისთვის. ახლა ზუსტად გაქვთ შანსი დასხდეთ ოჯახთან, ისაუბროთ ნებისმიერ თემებზე, გააკეთოთ განსხვავებული კერძები, ითამაშოთ სამაგიდო თამაშები, წაიკითხოთ საინტერესო წიგნები, უყუროთ ფილმებს, დაესწარით ონლაინ კურსებს, უყურეთ საინტერესო მასტერკლასებს, მთავარია იპოვოთ თქვენი ინტერესეი და იმოქმედოთ შესაბამისად.

ჩვენ დიდიხანია ვწუწუნებდით ძილის უკმარისობაზე, ახლა გაქვთ შესაძლებლობა ესეც ერთიანად დაიკმაყოფილოთ. უბრალოდ იძინეთ იმდენი რამდენიც გინდათ.

მთელი მსოფლიო გადაეწყო განათლების ახალ დისტანციურ მეთოდზე. ჩვენ უკვე წლებია ვფიქრობთ და ვერ ვდგამდით აქამდე ამ ნაბიჯს, ამ კრიზისმა კი გვაიძულა მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. მართალია, უმეტეს შემთხვევებში დისტანციური განათლების მიღებისას ვაწყდებით უამრავ პრობლემას, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პრობლემები მოგვარდება. ამასთან, თუ მოგბეზრდათ თქვენი სამსახური, გინდათ პროფილის შეცვლა, გაქვთ შანსი და დრო დაეუფლოთ ახალ პროფესიას. ისწავლოთ რაღაც ახალი და როცა სამყარო დაუბრუნდება ახალ რიტმს, თქვენ ცხოვრებას შეუდგებით ახალი პროფესიით.

დაგეგმეთ თქვენი ყოველი მომდევნო დღე. დაგეგმეთ ყველაფერი, ისიც დაგეგმეთ თუ არაფრის კეთება არ გინდათ, უბრალოდ სიზარმაცე დაგეგმეთ. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დაგეხმარებათ. როდესაც დაგეგმილს ასრულებთ ფსიქოლოგიურად მეტად თავდაჯერებული ხდებით, რაც გინდოდათ ის გააკეთეთ.

იფიქრეთ მეტად გლობალურად, რომ ამ სიტუაციაში მხოლოდ თქვენ არ ხართ. იფიქრეთ პოზიტიურად, უყურეთ კომედიურ ფილმებს და არავითარ შემთხვევაში არ განიხილოთ თქვენს გონებაში ამ სიტუაციის ტრაგიკული ფანტასტიკური ფინალები. ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია, ჩვენი ქვეყანა კი, სხვა მოწინავე, განვითარებული ქვეყნების ფონზე ბევრად კარგ მდგომარეობაშია.

გავა ეს დროც, ყველაფერი გაივლის და მერე ინანებთ რომ მეტად ნაყოფიერად შეგეძლოთ ამ დროის გამოყენება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Written by

andrika

Leave a Reply

%d bloggers like this: